ვაზიანის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა
01-11-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და ლამაზი ღონისძიებები ხშირად იმართება, რომლებშიც სასკოლო საზოგადოება დიდი ხალისით მონაწილეობს.

ამჯერად სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშემოდგომო კუთხე და გამოიფინა საშემოდგომო ნობათი.

მოსწავლეებისთვის სიმბოლურად ამოავლეს ჩურჩხელები, რითაც ბავშვები ყველაზე მეტად გახალისდნენ.

ასევე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დადგეს სხვადასხვა სახალისო სპექტაკლი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203