სამრეკლოს საჯარო სკოლაში საინფორმაციო-სასწავლო კურსი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ მიმდინარეობს
01-11-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გარღმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში საინფორმაციო-სასწავლო კურსი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ დაიწყო. მას სიღნაღის N13 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სხვადასხვა მიმართულების ტრენერი - მამუკა კორაშვილი უძღვება.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. კურსის ფარგლებში, სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ, როგორიცაა: არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი, იმიტირებული არჩევნები და ა.შ.