ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების დღე საინტერესოდ აღნიშნეს
01-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მათ მიერ მომზადებული ანიმაციები და მოხსენებები მედიაწიგნიერების თაობაზე სამ ენაზე: ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე წარადგინეს. ასევე ჩაატარეს სახალისო აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე მედიაწიგნეირების შესახებ ცნობიერება უფრო აიმაღლეს და საჭირო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.