„არ ვჩერდებით ჩვენთან ჯანსაღი გარემოა“ - ბათუმის N20 სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში
01-11-2022
ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი საჯარო და კერძო სკოლის გუნდებს შორის მაგიდის ჩოგბურთში გამართულ ფინალური შეხვედრებში მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და წარმატებას მიაღწიეს. 

სკოლის გოგონების და ვაჟების გუნდმა საპრიზო - III ადგილი მოიპოვა. ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს ფასიანი საჩუქრები, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. 

„სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება მაგიდის ჩოგბურთში.
აღნიშნული პროექტის მიზანია მეტი ახალგაზრდის ჩართვა და მოტივაციის გაზრდა სხვადასხვა სპორტული მიმართულებით.
არ ვჩერდებით ჩვენთან ჯანსაღი გარემოა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203