კორტანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი ბიბლიოთეკაში 
01-11-2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.

ამჯერად, ქცევის წესების შემუშავების, გათავისებისა და თანატოლებთან მათი შეთანხმების მიზნით, სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა საგანში - „მე და საზოგადოება“ (მ. ლილუაშვილი) მოაწყვეს გასვლითი გაკვეთილი ბიბლიოთეკაში, სადაც მათ მომღიმარი სახით მასპინძლობა გაუწია ყველასათვის საყვარელმა ქალბატონმა მარინამ. ის მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, რა არის აბონემენტი? როგორაა დაწყობილი წიგნები თაროებზე? ყურადღება გაამახვილა თბილისში არსებულ წიგნის მუზეუმზე. მან, ბავშვებთან ერთად, შეიმუშავა ბიბლიოთეკაში ქცევის წესები.

მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და მსგავს აქტივობებში მონაწილეობის სურვილი კვლავ გამოთქვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203