ქერეს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე „ჰელოუინი“ აღნიშნეს
01-11-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამისთვის კი სხვადასხვა აქტივობა იმართება. ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა „ჰელოუინი“ ინგლისური ენის გაკვეთილზე აღნიშნეს.
მათ „ჰელოუინის“აღნიშვნის ტრადიციის შესახებ ინფორმაცია სხვა კლასის მოსწავლეებსაც გაუზიარეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ჰელოუინი დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს, დასავლური ტრადიციით ყველა წმინდანის დღის წინა დღეს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა - თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს