საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი 2022“ გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გამორჩეულად ლამაზ და შთამბეჭდავ ღონისძიებებს მართავენ, რომლებშიც სხვადასხვა კლასების მოსწავლეები ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში - „შემოდგომის ფესტივალი 2022“ გაიმართა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა კლასების მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხეები წარმოადგინეს.
მეოთხეკლასელებმა დამრიგებლის, ნატო ხაჩატუროვის ხელმძღვანელობით ხევსურეთის კუთხე შექმნეს, დიდებული სვანეთი წმ. გიორგის სახელობის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელის ხატია რაზმაძეს ხელმძღვანელობით წარადგინეს, ხოლო სამეგრელოს კუთხე პირველკლასელებმა, კლასის ხელმძღვანელის, მაია რთველაძის მეშვეობით მოაწყეს.
ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ასევე შემოდგომის ნობათიც გამოფინეს და მათ სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი დაუვიწყარი ღონისძიება შეემატა.
იხილეთ ფოტოები: