მერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტული ინვენტარით დასაჩუქრდნენ
01-11-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის საფეხბურთო მოედანზე 31 ოქტომბერს საზეიმო განწყობა იგრძნობოდა.

სოფელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან სტუმრად მამუკა კვარაცხელია იმყოფებოდა, რომელმაც ბავშვებს საჩუქრად: ბურთები, მაისურები, მოსაცმელები და სავარჯიშო ინვენტარი გადასცა.

რაც ყველაზე მთავარია კი, სტუმარმა ბავშვებთან თავისუფალი სახალისო ვარჯიშები ჩაატარა, რამაც საზეიმო გაწნყობა აამაღლა.

„ბატონო მამუკა ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები დიდ მადლობას გიხდით თანადგომისა და ასეთი სიხარულის მონიჭებისათვის. უფალი გფარავდეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესს დიდი ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, საჩუქრები კიდევ უფრო მეტად სასიხარულო იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203