სხეფის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე მარიამ დარჩიძეს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა
01-11-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე მარიამ დარჩიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი მიენიჭა. 

შუახევის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203