
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მზევინარ საგინაძის ხელმძღვანელობით, შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს, თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. მოსწავლეებმა ასევე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და წელიწადის ამ ულამაზეს დროს ხოტბა შეასხეს.
„ჩემმა პირველკლასელებმა შემოდგომას უმღერეს, გააფერადეს კლასი და გაგვიფერადეს დღე“, - გვიყვება მოსწავლეთა პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: