ჯაბნიძეების საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
01-11-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 7 მოსწავლე - ლიკა მუკუტაძე, ლუკა ივანაძე, ანრი კეკელიძე, ნანა უსტიაშვილი, ნოდარ ზოსიძე, ქეთი მუკუტაძე და ანანო კეკელიძე მონაწილეობდა. მათ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. ამასთან, მათგან სამი - ანრი კეკელიძე (XI კლასი), ნოდარ ზოსიძე (XI კლასი) და ქეთი მუკუტაძე (X კლასი) შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მათ ოქროს იგელები დაიმსახურეს. 

შუახევის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი - 19, ხოლო მეორე ეტაპი 21 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203