„უცხო ენის სწავლებისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის კულტურას შორის მსგავსება-განსხვავებების დადგენა“-ჭალადიდის საჯარო სკოლაში „ჰელოუინი“ აღინიშნა
01-11-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა.

სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებები ხშირად იმართება, რომელთა მიზანია ბავშვებმა როგორც უცხო, ასევე მშობლიური ენისა და კულტურის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ. ამ მიზნით, სკოლაში „ჰელოუინის“ დღესასწაული აღნიშნეს.

„Happy Halloween 2022 - ენა და კულტურა ერთმანეთისაგან განუყოფელი ნაწილია. უცხო ენის სწავლებისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს შორის მსგავსება-განსხვავებების დადგენა, მოსწავლეებმა გაავლეს პარალელები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. ასევე, მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია დღესასწაულთან დაკავშირებით, დაამზადეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს ნახატები და იმღერეს. აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში როგორც უცხო, ისე მშობლიური ენისა და კულტურის უკეთ გაცნობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203