განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ახალგაზრდულ პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
01-11-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე პროექტში - „საქართველოს ახალგაზრდული სამიტი 2022“ აქტიური მონაწილეობისათვის, როგორც ორგანიზატორი დააჯილდოვეს. 

„დიდი მადლობა ახალგაზრდები საქართველოსთვის (Youth For Georgia) დაუვიწყარი დღეებისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია იყო ორგანიზატორი. მადლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (BSU) მხარდაჭერისთვის. უდიდესი გამოცდილება მივიღე; ასევე მადლობა სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს. უდიდესი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა რომან სურმანიძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი ახალგაზრდების გააქტიურება და მათი გუნდური თუ ლიდერული უნარების განვითარება იყო. ასევე, პროექტის საშუალებით სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ერთმანეთთან დაახლოება შეძლეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203