გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა მინი ფეხბურთში გამართულ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
01-11-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ოლიმპიადებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. 

ამჯერად, ამჯერად მშობლიური სკოლა გოგოენბისა და ბიჭების საფეხბურთო გუნდებმა ასახელეს.

29 ოქტომბერს წალკის მუნიციპალიტეტში გოგონებისა და ბიჭების ფეხბურთის გუნდებს შორის მინი ფეხბურთში სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც ბიჭებს შორის პირველი ადგილი აიღო გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აიღეს. გოგონების გუნდმა კი II ადგილი დაიკავეს.

„ეს წარმატება ერთად აღვნიშნეთ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ, წალკის სპორტსკოლის დირექტორს, ზვიად შენეგელიასა და ადგილობრივ მეწარმეს, ვალერ კახაძეს, გამარჯვებული გუნდების დაჯილდოებისთვის!“, - აღნიშნეს სკოლაში.
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203