ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო მარტყოფლიშვილი სამდღიან ტრენინგს დაესწრო
01-11-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგებსა თუ პროექტებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლე ნინო მარტყოფლიშვილი „ამბასადორ კაჭრეთში“ 3-დღიან ტრენინგს დაესწრო, რომელიც პროგრამის „ახალგაზრდული იდეის“ ფარგლებში გაიმართა.
„ევროპის ფონდის ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამა ახალგაზრდებში მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს. ამისთვის ევროპის ფონდი „ახალგაზრდული იდეის“ (Youth Bank) მეთოდოლოგიას იყენებს, რაც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სამოქალაქო ლიდერობის უნარების განვითარებას და კონფლიქტების მოგვარებაში მათ გააქტიურებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს