კერძო სკოლა „თაობაში“ „ჰელოუინის“ დღესასწაული აღნიშნეს
01-11-2022
ბათუმის კერძო სკოლა „თაობა“ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ღონისძიებებით გამოირჩევა, რომლებსაც სხვადასხვა დღესასწაულებს აქტიურად უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში „ჰელოუინის“ დღესასწაული კოსტუმირებული და მრავალფეროვანი ღონისძიებით იზეიმეს.
მოსწავლეებმა და ადმინისტრაციამ ერთობლივი ძალებით სკოლა მორთეს. რა თქმა უნდა, ღონისძიება დირექტორის, ომარ მიქელაძის დიდი მხარდაჭერით ჩატარდა.
„რამოდენიმე სიტყვით სკოლა „თაობის“ დამოკიდებულება „ჰელოუინთან“ დაკაშირებით შემოიფარგლება შემდეგნაირად - „კარლსონი რომ ზეწრით დაფრინავს და ფრეკენ ბოკს მოჩვენებობანას ეთამაშება. - იგივეა მასობრივ დონეზე“, - გვეუბნებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი დიდი ხალისით ჩაერთო და მათ მოგონებებს კიდევ ერთი დაუვიწყარი, შთამბეჭდავი დღე შეემატა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს