შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში
01-11-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეების აქტიური მონაწილეობითა და პედაგოგების ხელშეწყობით სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს.
მესამე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ნათელა ჩიტიშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „რა კარგია შემოდგომა,რა კარგია რთველი!“ წარმოადგინეს. ბავშვებმა მოირგეს როლები და დიდი ოსტატობით ფილმის - „სიყვარული ყველას უნდა“ გმირები განასახიერეს.
იმიტირებულ ვენახში დაიკრიფა და დაიწურა ყურძენი, ასევე ამოავლეს ჩურჩხელები.
„მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში და ოქროსფერი შემოდგომა ოქროსფერი ასოებით ჩაწერეს ზემო მაჩხაანის სკოლის ისტორიაში! მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლის ერთობლივმა ჩართულობამ უფრო მეტი ელფერი შესძინა დღეს! მადლობა ღონისძიების ორგანიზატორსა და სულისჩამდგმელს, მესამე კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ნათელა ჩიტიშვილს!“, - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს