შემოდგომის დღესასწაული ზეგნის N2 საჯარო სკოლაში
01-11-2022
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ერთობლივი ძალისხმევით სხვადასხვა საინტერესო და ლამაზ ღონისძიებებს აქტიურად ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით „ჰელოუნის დღესასწაული“ და შემოდგომის ზეიმი ერთდროულად მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე აღინიშნა.

„შემოდგომა იმდენად მშვენიერი დღესასწაულია, არ შეიძლება ის არ იზეიმო. მე-7 კლასის მოსწავლემ, თეკლა კოხოძემ საზოგადოებას გააცნო მის მიერ მომზადებული ინფორმაცია ამ დღესასწაულის და ტრადიციის  შესახებ; ხოლო უფრო მეტი სიხალისის შეტანის მიზნით ჩატარდა კითხვა-პასუხის აქტივობა, რომელსაც სალომე გიგაშვილი გაუძღვა. საინტერესო და სახალისო დღის დასასრულს სამახსოვრო ფოტო გადაღების გარეშეც არ ჩაუვლია“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203