ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
01-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველ კლასში საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება - ღია გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა საზეიმო ვითარებაში მშობლიური ენის პირველი ასო - „ა“ ისწავლეს. ღონისძიების ფარგლებში პირველკლასელებმა შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ლამაზ კოსტუმებში გამოწყობილმა ბავშვებმა, საშემოდგომო თემატიკით გაფორმებულ საკლასო ოთახში იზეიმეს, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ბოლოს, კი მტრედები გაათავისუფლეს და მსოფლიოს მშვიდობა უსურვეს.

ღონისძიებას მთელი სასკოლო საზოგადოება - მშობლები, სკოლის დირექტორი იურა იაილოიან და პედაგოგები, ესწრებოდა.

აღსანიშნავია, მოსწავლეეთა საგნის მასწავლებელი ისკუი იოღუნიანი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203