ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ
01-11-2022
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დირექციის ხელშეწყობით სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებსა და კამპანიებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოება მდგრადი განვითარების პირველი მიზნის - „არა სიღარიბეს“ ფარგლებში საქველმოქმედო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
მერიის თანამშრომელი მანანა გოფოძე სასკოლო საზოგადოებას დაეხმარა, რათა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს დახმარებოდნენ.
აღნიშნულ ღონისძიებაში თითოეული წევრი დიდი ხალისით ჩაერთო და სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო კამპანიაში მოსწავლეების გარდა ასევე, აქტიურად მშობლებიც მონაწილეობდნენ.
„დღე, რომელმაც თანაბრად გაგვაბედნიერა სტუმრები და მასპინძელი. „სიყვარული შობს სიყვარულს“ და „სიკეთე გადამდებია“… უღრმესი მადლობა ქალბატონ მანანა გოფოძეს თანამშრომლობისთვის!
მადლობა მოსწავლეებს ზეაქტიურობისთვის, მშობლებს თანადგომოსთვის! თქვენ ჩვენი ძალა და იმედი ხართ“, - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს