„რეკლამები“ - ქობულეთის N1 სკოლის მეშვიდეკლასელთა და მათი ინგლისური ენის პედაგოგის საინტერესო პროექტ-გაკვეთილი
01-11-2022

აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მომავალ თაობას საინტერესო გაკვეთილებს, აქტივობებს, ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, მორიგ საინტერესო პროექტზე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.

მეშვიდეკლასელები ინგლისური ენის მასწავლებლის, მაია ბარბაქაძის წარმართულ პროექტ-გაკვეთილში სახელწოდებით - „რეკლამები“ მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა, განვლილი მასალის სიტყვათა მარაგიდან, წარმოადგინეს პრეზენტაციები რეკლამების სახით.

აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ისაუბრეს რეკლამების დადებით და უარყოფით მხარეებზეც. უმეტესობამ შექმნა სარეკლამო პროდუქტიც და წარმოადგინა ამ პროდუქტის რეკლამა.

პროექტ- გაკვეთილს აქტიურად ესწრებოდნენ ამავე სკოლის უცხო ენების პედაგოგები და მე-7 კლასის დამრიგებელი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203