პირველი ობჩის საჯარო სკოლა მოსწავლეებმა სახალხო დღესასწაულზე - „ბაღდათობა 2022“ ასახელეს
01-11-2022
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახალხო დღესასწაულებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლეებმა - მერაბ სირბილაძემ და იგორი ფანგანმა ასახელეს.
ბავშვები 30 ოქტომბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო დღესასწაულის „ბაღდათობა 2022“-ის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.
მე-9 კლასის მოსწავლემ, მერაბ სირბილაძემ ბაღდათის ანსამბლთან ერთად რამდენიმე ცეკვა შეასრულა. მე-7 კლასის მოსწავლემ, იგორი ფანგანმა კი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში I ადგილი დაიკავა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს