
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ.
ბუნების მასწავლებელმა, ანიკო წყარუაშვილმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებისთვის მოაწყო ექსკურსია თემაზე - „ცხოვრება ტყეში“.
მოსწავლეები გაეცნენ სკოლის სიახლოვეს ბინადარ მცენარეებს. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ტყეში მცენარეები მართლაც იარუსებად ცხოვრობენ. დააკვირდნენ ფრინველებს, რომლებიც ბინადრობენ ჩვენს ტყეში, ჩაიწერეს, ჩახატეს და გადაუღეს სურათები დაკვირვების ობიექტებს. ისაუბრეს ტყის მნიშვნელობაზე, ტყეების პრობლემების შესახებ. დასახეს ტყის დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებები.
მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიიდან კმაყოფილები და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: