მულახის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მეორად ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს
01-11-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები დაზოგვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა უკვე გამოყენებული მეორეული ნივთებისგან დეკორაციული ნივთები დაამზადეს და რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დაზოგვის მსოფლიო დღე მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება. საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას ტრადიციულად, წელსაც უერთდება. მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203