ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში იმყოფებოდნენ
01-11-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, II,III და IV კლასის მოსწავლეები, პროგრამის ფარგლებში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მათ გარემო დაათვალიერეს, ინფორმაცია ერთმენეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს. ასევე მონაწილეობა მიიღეს მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში. 

მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

პროექტის მიზანია მუზეუმების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.

„1-ელი - მე-4 კლასისთვის განკუთვნილ პროგრამაში - „ოქროსფერი შემოდგომა“ მონაწილეობა მიიღო II, III და IV კლასმა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203