დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-3 კლასში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მასწავლებელ ციცინო აბულაძის ხელმძღვანელობით, მესამე კლასში შემოდგომის ზეიმი გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ - წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საინტერესო აქტივობები შეასრულეს.
„ზეიმმა საინტერესოდ ჩაიარა. მშობელთა ჩართულობა მაღალია. სასიამოვნოა, რომ ყველანაირ ღონისძიებაში გვერდში უდგანან კლასის დამრიგებელს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები