„ჩვენც დავბერდებით“ - შუაგორასა და ქვედა გორას საჯარო სკოლების პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად, სოციალური პროექტი განახორციელეს
01-11-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორასა და ქვედა გორას საჯარო სკოლების პედაგოგებმა - თამილა ხარაბაძემ და ანა ცხვედიანმა მოსწავლეებთან ერთად სოციალური პროექტი განახორციელეს.
პროექტში - „ჩვენც დავბერდებით“ მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონი მონახულეს და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ.
აქტივობის მიზანი ორი სკოლის მოსწავლეთა დამეგობრება, ქველმოქმედების ერთობლივად გაწევა, ემპათიისა და სოციალური უნარების განვითარება იყო.
მოსწავლეემა ხანდაზმულებს გაუფერადეს ერთი ჩვეულებრივი დღე, აგრძნობინეს დიდი სიყვარული და სითბო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს