
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, VII კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საკუთარი თვალით დანახული შუმერული ხელოვნება წარადგინეს.
მოსწავლეებმა ნამუშევრები დიდი მონომდებით, ხალისითა და ინტერესით დაამზადეს. მათ დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მათი ნამუშევრები ძალიან საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები: