„მერის სტუმრობა სკოლაში ყველას უხარია, ვიცით, ახალ კეთილ სიახლეს გვეტყვის, გაგვახარებს“- წყალტუბოს N4 სკოლის პედკოლექტივის მადლობა გენადი ბალანჩივაძეს
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს უმასპინძლეს.
ის სოციალურად დაუცველ ოჯახს, სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, საკუთარი დანაზოგიდან დაეხმარება.
სკოლის პედკოლექტივი მერს მადლობას უხდის და იხსენებენ იმ საკითხებსაც, რომელთა მოგვარებაშიც გენადი ბალანჩივაძე დაეხამრათ.
„სიტყვა საქმიანი! - სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ბ.ნი გენადი ბალანჩივაძის საქმიანი ურთიერთობები ჩვენს სკოლასთან.
მერის სტუმრობა უკვე ჩვენს სკოლაში ყველას უხარია. ვიცით, ახალ კეთილ სიახლეს გვეტყვის და გაგვახარებს. ახლაც ასე იყო, მოვიდა რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად საკუთარი დანაზოგიდან დაეხმაროს. მოიკითხა თბილად ჩვენი ნიკა, მოეფერა და თანადგომა აღუთქვა.
გვახსოვს, როდესაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე აირჩიეს, პირველივე დღეს მაგიდაზე ჩვენი წერილი დახვდა, გათბობის პრობლემების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლო იყო, სასწრაფოდ გამოძებნა თანხები და ახალი გენერატორი დაუმონტაჟა სკოლას. მისი სიტყვებიც გვახსოვს, ბავშვებს ცივათ, სასწრაფოდ აღადგინეთ გათბობის სისტემაო. პირველივე დღიდან გვაგრძნობინებს, რომ მასწავლებლების განწყობა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, სწორედ მისი ინიციატივით შევისწავლეთ მასწავლებელთა მოთხოვნები კლასგარეშე ლიტერატურაზე და საკუთარი სახსრებით შეუძინა სკოლას ათეულობით ილუსტრირებული ლიტარატურა.
ყოველდღიურად ინტერესდებოდა სკოლის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებით და მუდმივად გვეხმარებოდა, დაგეგმილი აქვს სკოლის სარდაფის რეაბილიტაცია, სადაც წვიმის დროს წყალი შემოდის, სკოლის ეზოს კეთილმოწყობაში დახმარება და მრავალი სხვ.
არ უყვარს წინასწარ დაპირებები, რეალური და საქმიანია მისი ყოველი სიტყვა და ქმედება.
წინ უამრავი სიახლე და საინტერესო განსახორციელებელი საქმეები გველოდება.
გვჯერა, ერთად ყველა სიძნელეებს დავძლევთ“,- ვკითხულობთ სკოლის პედკოლექტივის მიერ გავრცელებულ მადლობის წერილში.
იხილეთ ფოტოები: