
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა.
ზეიმი სახელწოდებით -„რა უხვი შემოდგომაა“ საინტერესო და მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამას მოიცავდა. პატარებმა წაიკითხეს ლექსები და სიმღერები შემოდგომაზე. მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში და ბოლოს საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები.
ბავშვებმა ასევე გამოფინეს საშემოდგომო ნობათი და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
იხილეთ ფოტოები: