ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
01-11-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები კვირეულის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

კლასის ხელმძღვანელმა, ლალი ჯარმელიშვილმა მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და მოსწავლეებს დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენებზე მიაწოდა ინფორმაცია. მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა სავარჯიშოები და პასუხი გასცეს კითხვებს - რა არის ყალბი ინფორმაცია? როგორ ხდება მისი ამოცნობა? გაეცნენ სხვადასხვა ტერმინოლოგიას და ა.შ

კვირეულის დასასრულს კი მოსწავლეებმა გააკეთეს სტენდი და სკოლის დერეფანში თვალსაჩინო ადგილას განათავსეს.

საქართველოს სკოლებში ​მედიაწიგნიერების დღე 25 ოქტომბერს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203