ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გეზრბენში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ
01-11-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრში ჩაერთნენ, რომელიც გეზრბენში ვაჟთა შორის იმართებოდა. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ღირსეულად იასპარეზეს, მათი სპორტის მასწავლებლები ნუკრი ბერიშვილი და მურთაზ ლაგვილავა არიან.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203