ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მოსაგონებლად კედლის გაზეთი გამოუშვეს
13-04-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად კედლის გაზეთი - „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“ გამოუშვეს. სკოლის აღსაზრდელებმა საგნის - ჩვენი საქართველოს მასწავლებლის ლელა ჩაბალოშვილის დახმარებით 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფოტოები მოიძიეს, კედლის გაზეთზე დაიტანეს და გაზეთი თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“