ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ჰელოუინის“ დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგინეს
01-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამისთვის კი სხვადასხვა აქტივობა იმართება. ამჯერად, სკოლაში „ჰელოუინი“, ინგლისური ენის მასწავლებლის მარი ხითარიშვილის ორგანიზებით, აღნიშნეს. მოსწავლეებმა უყურეს ფილმს, მოაწყვეს კოსტუმირებული ჩვენება, ტრადიციის მიხედვით, გოგრები ამოჭრეს და გაანათეს.

მათ „ჰელოუინის“აღნიშვნის ტრადიციის შესახებ ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარადგინეს. ბოლოს კი ე.წ „სამოწყალო ტკბილეული" დაარიგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ჰელოუინი დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს, დასავლური ტრადიციით ყველა წმინდანის დღის წინა დღეს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა - თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203