ალერტკარის საჯარო სკოლის მომღერალთა ჯგუფი - „ირისე“ ხალხური სიმღერებისა და ცეკვების ფესტივალში მონაწილეობდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მომღერალთა ჯგუფი - „ირისე“ მსმენელთა წინაშე დიდი წარმატებით წარსდგა.
ისინი ხალხური სიმღერებისა და ცეკვების ფესტივალზე - „ჰარირა“ მონაწილეობდნენ. ჯგუფმა 5 სიმღერა შეასრულა. „ირისე“ ფესტივალის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთო, მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სოლისტი ანი კეშელავა მედლით დაჯილდოვდა. მონაწილეებს კი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ჯგუფის ხელმძღვანელი თინათინ ლაგვილავაა.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: