ბაისუბნის საჯარო სკოლის გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
ისინი შეჯიბრში მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ღირსეულად იასპარეზეს და მუნიციპალიტეტის მასშტბით, პირველი ადგილი დაიკავეს.
მათი მასწავლებელი ვოვა ონიანია.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ძალიან ამაყობენ და მომავალშიც უდიდეს წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პედაგოგები მათი ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზე ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: