თბილისის N31 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთევან რაზმაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა
თბილისის N31 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთევან რაზმაძე მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერეციაში - „ლანდშაფტის მდგრადი განვითარება და კარტოგრაფია - გეოინფორმაციული სისტემები“, მონაწილეობდა.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ის პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის 75-ე იუბილეს ეძღვნებოდა.
ქეთევან რაზმაძემ მოხსენება ნიკო ბერუჩაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით წარადგინა. აქცენტი გაკეთდა ავტორის თანამედროვეობისათვის ინოვაციური სახელმძღვანელოების ფორმასა და შინაარსზე გეოგრაფიის სწავლების პროცესში.
მოხსენებამ, თემის აქტუალობიდან და ინფორმაციულობიდან გამომდინარე, დიდი დაინტერესება გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: