ახალსოფლის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
31-10-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში შემოდგომას ფერადი და სახალისო ღონისძიება - „შემოდგომა ჩვენს სკოლაში“ მიეძღვნა.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივი ძალებით სკოლაში ულამაზესი გარემო შექმნეს.

ბავშვებმა თავიანთი ხელით ჩურჩხელები დაამზადეს. 

დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით ასევე საშემოდგომო ნობათი გამოიფინა, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203