დავითიანის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
31-10-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეებს - დიმიტრი ჩესნაკოვს, დანიელ შაინიძესა და ირინა გელაშვილს „ეტალონის“ ოქროს სიგელები მიენიჭათ. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 26 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 28 ოქტომბერს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203