ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნებში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროცესი საარჩევნო პრინციპების დაცვით, ჰიბრიდულ რეჟიმში - ნაწილი ფიზიკურ გარემოში, ნაწილი კი ონლაინ ფორმატში ჩატარდა. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრის ერთწლიანი მანდატი თითოეული კლასიდან არჩეულმა ორ-ორმა წარმომადგენელმა მიიღო.
პირველი სხდომის ფარგლებში უკვე აირჩიეს თვითმმართველობის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მდივანი.
იხილეთ ფოტოები: