კვახჭირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს
31-10-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი წარმატებით იასპარეზეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მე-9 კლასის მოსწავლე საბა აფრიდონიძე მოხვდა, რომელმაც ასევე ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა.

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპში, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართა სკოლის 14 მოსწავლე მონაწილეობდა.

დისტანციური კონკურსის II ეტაპზე კი ოთხმა მოსწავლემ - აკაკი სვანიძემ, ლუკა ჭიჭინაძემ, საბა აფრიდონიძემ და სანდრო მუშკუდიანმა იასპარეზა, რომელთაც „ეტალონისგან“ ოქროს სიგელები გადაეცათ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203