ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს
31-10-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქციეს და საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. პირველკლასელებმა ღია გაკვეთილის ფორმატში შეაჯამეს წინასაანბანო პერიოდში ნასწავლი მასალა და შეაბიჯეს „დედაენის“ ჯადოსნურ სამყაროში.

გაკვეთილები სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობით იყო დატვირთული და მათ ესწრებოდა სკოლის აღმასრულებელი დირექტორი და კათედრის ხელმძვანელი. პირველკლასელები მათ მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203