აქტიური გარემოსდამცველები ალგეთის N1 საჯარო სკოლიდან
31-10-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ, მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით საქმიანობაში და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში, სკოლაში თემატური ნახატების გამოფენა მოაწყვეს, დაწერეს ესე - „გარემო ჩემი სახლია“, დაამზადეს ბუკლეტები გარემოს დაცვის თემაზე და გაავრცელეს თემში. მოზარდებმა ასევე სოფელში გააკრეს სტიკერები - „გავუფრთხილდეთ გარემოს“, დაასუფთავეს სკოლის ეზო და დარგეს ნერგები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203