იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის დღე აღნიშნეს
31-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა.

მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ უძღვნიან აქტივობებს.

ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღე აღნიშნეს.

ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე თემაზე - „შავი ზღვა“ მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები დაამზადეს და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

მოსწავლეების პედაგოგი ლალი წულაია გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ 1996 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა: უკრაინამ, რუსეთმა, რუმინეთმა, თურქეთმა, ბულგარეთმა და საქართველომ სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი 1997 წლიდან აღინიშნება საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203