„ჯავახური შემოდგომა 2022“- გოგაშენის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
31-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგები ხელშეწყობით ღონისძიებებს ხშირად მართავენ.

ამჯერად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა პედაგოგ, ნელი ზედგინიძის ორგანიზებით შემოდგომას ზეიმი - „ჯავახური შემოდგომა 2022" მიუძღვნეს.

„შემოდგომას უმღერეს მეორე კლასის მოსწავლეებმა. სკოლის დირექტორმა, ეთერ ნადირაძემ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა შემოდგომის დღესასწაული. დღესასწაულის აღსანიშნავად მოადუღეს თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები გაინაწილეს და დაიტკბარუნეს პირი.

ამ ლამაზი ზეიმით კიდევ ერთი დღე გაგვილამაზეს პატარებმა“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203