ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ღვინის საწარმოს ეწვივნენ
31-10-2022
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის შემეცნებითი გასვლითი ტურები ხშირად იმართება.

ამჯერად მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ღვინის საწარმოს - „შატო ფერსათის“ ეწვივნენ, სადაც თავად საწარმოს დამფუძნებელმა გაუწიათ მეგზურობა. 

სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო - ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა მეწარმეობის მნიშვნელობის მიმართულებით და ღვინის წარმოების ტრადიციული მიდგომების შესახებ მათი ინფორმირება.

აღნიშნული სასწავლო ვიზიტი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა. პროგრამის რეგიონალურ პარტნიორი ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ გახლავთ.

ფოტოები: სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ „ფეისბუქ-გვერდი“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203