ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს
31-10-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლეებმა: ნინი მაღლაკელიძემ, მათე სილაგაძემ და ამირან კუხალაშვილმა ასახელეს.

ბავშვები ხონის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებულ 2022 წლის ოლიმპიადაში ჭადრაკში გაიმარჯვეს და I საპრიზო ადგილი მოიპოვეს

„გილოცავთ ბავშვებო, სკოლა ამაყობს თქვენით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203