„გარემოს კლიმატური ცვლილებები და საზოგადოება“- კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გამართეს
31-10-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, 27 ოქტომბერს ქიმიკოსის კლუბ - „კლდეონის“ მე-8, მე-9, მე-10, და მე-11 კლასის წევრ მოსწავლეთა მიერ პროექტის - „გარემოს კლიმატური ცვლილებები და საზოგადოება“ პრეზენტაცია გაიმართა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატური ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და მათი პრევენციის გზებზე; წარმოადგინეს საინტერესო რეფერატები და ფოტო-ვიდეო მასალები.
პროექტი წარიმართა სამ ბლოკად, სარეკლამო შესვენებების დროს, დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს თემატური ექსპერიმენტები და ვიდეო კლიპები.
მოსწავლეებმა პროექტი გააცნეს სკოლის სოციუმს და თემს. დასასრულს კი იმიტირებული ფეიერვერკით იხალისეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მანანა ჯიქურიძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს