ეფრემოვკის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
31-10-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება ჩაატარა ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელმა, ანნა აბრაჰამიანმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია, შექმნეს პლაკატები, რომლებზეც წარდგენილი იყო ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო რჩევები.

მოსწავლეებმა თანასკოლელებს ასევე ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ სადისკუსიო კითხვები შესთავაზეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესი და მაღალი ჩართულობა გამოიჩინეს.

საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების დღე 25 ოქტომბერს აღინიშნა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203