თრიალეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეთა ჩართულობით, მედიაწიგნიერების შესახებ გაკვეთილები ჩაატარეს
31-10-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს ხშირად უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღნიშნეს.
პედაგოგებმა - მურთაზ მიქელაძემ და ეკა ჭეხანმა მოსწავლეების ჩართულობით მედიაწიგნიერების შესახებ გაკვეთილები ჩაატარეს.
ეკა ჭეხანმა მოსწავლეებს ესაუბრა დეზინფორმაციაზე და მისი გადამოწმების გზებზე. მათ დაამზადეს პლაკატები სხვადასხვა თემატიკის მიმართულებით. მათი ძირითადი დევიზი იყო - „არ გახდნენ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი, ან გამავრცელებელი“.
მურთაზ მიქელაძემ კი მოსწავლეებთან მედიაზე დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენებზე და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზებზე საინტერესოდ ისაუბრა. ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ და აზრის გაცვლა-გამოცვლით დაადგინეს, თუ როგორ და საიდან ვრცელდება დეზინფორმაცია.
მათ მოიყვანეს მაგალითები, თუ როგორ ხდებოდნენ დეზინფორმაციის გამავრცელებლები და აღნიშნეს რომ დღეიდან გადაამოწმებდნენ ინფორმაციის წყაროს და ისე გაუზიარებდნენ მეგობრებს.
სკოლის დირექციამ პედაგოგებს - ეკა ჭეხანს და მურთაზ მიქელაძეს, მადლობა გადაუხადეს, საინტერესო და მეტად საჭირო გაკვეთილის ჩატარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს